ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 23 ადამიანს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. ყველა დაკავებულს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავება. ბათუმის ნავსადგური გემის მგზავრებმა, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებს აქციის მონაწილეებმა კვერცხები და ბოთლები ესროლეს.