ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციას სიყალბედ აფასებენ ხელისუფლებაში. ქართული ოცნების დეპუტატთა განცხადებით სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ის ადაიანები აკრიტიკებენ, რომლებიც ერთ დროს რუს ტურისტებს გულმხურვალედ ხვდებოდნენ. პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებით სავსე გემის ბათუმში უკვე მეორედ შემოსვლა, რუსული ექსპანსიის მცდელობაა. ამასთან მატი თქმით მმართველი გუნდის დამსახურებით ბოლო პერიოდში რუსული გავლენების ზრდა საქართველოში ნათლად იკვეთება. საპროტესტო აქციების ფონზე, ასტორია გრანდეს ოფიციალურ გვერდზე შემდეგი მარშუტიდან ბათუმი ამოღებულია. ბათუმის პარალელურად დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილია საპროტესტი აქციაც.