მშენებლობის ნებართვები შემცირდა. ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 059 ნებართვა, ეს კი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით ნაკლებია. ნებართვების თითმის 74 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ,, 48 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.