სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხერსონზე რუსეთის დღევანდელი შეტევის შედეგად. საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ცენტრზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, „გრადის“ გამოყენებით მიიტანეს. დღეს დილით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქ კრივიო-როგზე. წინასწარი ინფორმაცით, დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლი.