ევროკავშირის მხარდაჭერით ქუთაისში სამაცივრე მეურნეობა მოეწყო. სოფლის მეურნოების სამინისტრო პროექტს - ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახორციელებს. სულ 48 საწარმო დაფინანსდა. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა რძის პროდუქტების შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 60 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის.