ბათუმის გარდა, დღეს აქცია თბილისში პარლამენტთანაც გაიმართება. აქციის მონაწილეები ბათუმში დაკავებულებს სოლიდარობას გამოუცხადებენ და რუსული კრუიზის შემოსვლას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. ბათუმში აქცია ამ წუთებშიც გრძელდება . საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა, პოლიციამ ისინი ადგილიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა.