რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰში მაღალსართულიან შენობაზე სარაკეტო დარყმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
„კრივ-რიჰი. რუსებმა ქალაქს ორი რაკეტა ესროლეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ, ხალხია მოყოლილი. ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობენ", - წერს მინისტრი.
მისივე თქმით, მეორე რაკეტამ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გაანადგურა.
„ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, სამედიცინო დახმარება 10 მოქალაქეს დასჭირდა. შესაძლოა ხალხი ისევ იყოს ნანგრევებში. სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებს კლიმენკო.