კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით კვლევას ახორციელებენ. კვლევა შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას ემსახურება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთება კი საერთაშორისო როუმინგული ტარიფების შემცირებას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში, ComCom-მა მობილურ ოპერატორებთან შეხვედრა გამართა.