პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი და ამავე საწარმოს ყოფილი ბუღალტერი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილმა დირექტორმა და ამავე საწარმოს ბუღალტერმა, სხვადასხვა დროს, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები, სარგებელის მიღების მიზნით უკანონოდ გადარიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც საწარმოს ყოფილმა დირექტორმა - 97 933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა -22 035 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.