ჩინეთის ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო საბჭოს პრემიერს - ლი ციანს შეხვდა. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები - სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ჩინეთი საქართველოსთვის საიმედო სავაჭრო პარტნიორია. შეხვედრაზე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. განიხილეს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში რეგიონალური ინიციატივები. საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით არსებულ მაჩვენებლებსაც.