ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებით სავსე გემის ბათუმში მეორედ შემოსვლა, რუსული ექსპანსიის მცდელობაა. ამასთან მათი თქმით ბოლო პერიოდში რუსული გავლენების ზრდა საქართველოში ნათლად იკვეთება. პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია პორტთან გამართული საპროტესტო აქციები. მათი პოზიციით, რადიკალური ოპოზიცია ყველა თემის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. "რუსეთი მტერია და არა სტუმარი" - ამ ლოზუნგით დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა.