Astoria Grande-ს კრუიზზე მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა ლაინერი დატოვეს. რუსი ტურისტები პორტიდან მიკროავტობუსის საშუალებით გაჰყავთ, მათ უსაფრთხოებას პოლიცია იცავს. პოლიცია აქციის მონაწილეებს ავტობუსებთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევს. მოქალაქეები ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას დილიდან აპროტესტებენ. ცნობილია, რომ გემით ქვეყანაში უკრაინაში მიმდინარე ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც ჩამოვიდნენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ გემზე მყოფ რუსებს დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონიც. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. პოლიციამ 9 პირი დააკავა.