2022 წელს 5 508 ბავშვმა სკოლაში სწავლა, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის გამო შეწყვიტა. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზების დადგენას ცდილობდა, აჩვენებს რომ გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც ქართულ სკოლებს, ოჯახთან ერთად საზღარგარეთ გამგზავრების გამო ტოვებს. კვლევა ეყრდნობა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებს. ცენტრი კვლევაში წერს, რომ ბავშვები სკოლის დასრულებას, დამოკიდებულია სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე. ამავე კვლევით ირკვევა, რომ სკოლის დასრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კახეთსა და გურიაშია