რუსებმა ხარკოვს S-300 ტიპის რაკეტებით ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესმდივანზე, დიმიტრი ჩუბენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსმა ოკუპანტებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ჩვენს რეგიონში S-300 რაკეტები გაუშვეს", - აცხადებს ჩუბენკო. მისი თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ნოვობავარსკის რაიონის ტერიტორიაზე, კომერციული საწარმოს საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ასევე, დარტყმის შედეგად 200 კვ.მ ფართობზე ხანძარი გაჩნდა.
გარდა ამისა, კიდევ ერთი რაკეტა სოფელ ველიკი ბურლუკში კერძო სახლის ტერიტორიაზე დაეცა. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.