ქართველმა მებრძოლმა მათე სანიკიძემ პრაღაში, ჩეხურ-სლოვაკურ ორგანიზაცია “ოქტაგონის” ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა - მან დაუმარცხებელ ლოსენე კეიტას მოუგო.ბრძოლამდე მათეს სტატისტიკა 9 მოგება და 2 მარცხი იყო, ხოლო კეიტა ქამრისთვის ჩხუბს დაუმარცხებელი შეხვდა - 11 მოგებით და არცერთი მარცხით. 30 წამის განმავლობაში მებრძოლები ერთმანეთს ზვერავდნენ, რის შემდეგაც კეიტამ მათეს ფეხი ძლიერად მოარტყა და ქართველი პარტერში გადაიყვანა. წამოდგომის დროს გამოჩნდა, რომ კეიტამ ფეხი დაიზიანა, მსაჯს ბრძოლა გაჩერებული არ ჰქონდა, მაგრამ სანიკიძემ მეტოქეს აღარ შუტია. ლოსენემ ბრძოლა შეწყვიტა, რითაც მათეს გამარჯვება გაოფიციალურდა.მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! ასეთი მოგება და იღბლიანი გამარჯვება არ მჭირდება, ნამდვილად არ მინდოდა ასეთი გამარჯვება. ჩვენ ადამიანები ვართ, სპორტსმენები, ჩხუბი მსურდა. კეიტა დიდებული მებრძოლია. მინდოდა, რომ ის ოქტაგონზე დამემარცხებინა და გამენადგურებინა,'' - განაცხადა სანიკიძემ ბრძოლის შემდეგ.ამრიგად, 24 წლის ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მეათე გამარჯვება იზეიმა და კეიტას წაუგებელი სერია დაასრულა.