საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრები გამართეს. უკვე ცნობილია, რომ „მეცში“ გიორგი მიქაუტაძეს არ უთამაშია, რადგან მისი სატრანსფერო ამბები წყდება.ზურიკო დავითაშვილმა კი „ბორდოში“ თავი გამოიჩინა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე „ანჟეს“ შეხვდა, ქართველი შემტევი ჟირონდისტების ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე სწორედ მის ფლანგურ შეტევას და გადაცემას მოჰყვა სლოვენიელი ზან ვიპოტნიკის გოლი.თუმცა, ქართველის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და „ანჟემ“ ბოლო წუთზე წონასწორობა აღადგინა: საბოლოო ანგარიში ეფექტური გოლით იმად აბდელმა დააფიქსირა – 1:1.