რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად აფართოებს სამხედრო-საზღვაო ფლოტს, წელს ფლოტს 30 ხომალდი შეავსებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით გამართიულ აღლუმზე განაცხადა.
"დღეს რუსეთი თავდაჯერებულად ახორციელებს ფართომასშტაბიანი საზღვაო პოლიტიკის ამოცანებს. ის მუდმივად ზრდის ფლოტის ძალას. მხოლოდ წელს, მის შემადგენლობას 30 სხვადასხვა კლასის ხომალდი შეავსებს", - განაცხადა პუტინმა.
მან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და „აუღებელი ციხესიმაგრე“ უწოდა.
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ფლოტი იყო და რჩება სამშობლოს საზღვრების უძლეველ მცველად, მის სიამაყედ და დიდებად. რუსული ფლოტი, როგორც აუღებელი ციხესიმაგრე, არაერთხელ გადაღობებია მტერს გზაზე“, - აღნიშნა პუტინმა.