ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მომდევნო რუსულ ტურისტულ ლაინერს პროტესტით დახვდებიან.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი დუმბაძე აცხადებს, პროტესტის ფორმა იქნება მტკიცე.
“პროტესტის ფორმა ძალიან მტკიცე იქნება, მოხდება ქართველების პოზიციის დაფიქსირება, რათა ყველას შევახსენოთ, რომ ბათუმი, საქართველო გვეკუთვნის ქართველებს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რუსი სულთამხუთავი ერია, ტურისტის სახელით ამოფარებული პროპაგანდისტი შემოდის და შემდგომში განცხადებებს აკეთებს, თითქოს აფხაზეთი ჩვენგან იხსნეს. ბათუმელებს არ გვესწავლება სტუმარ-მასპინძელი, არც სტუმრების დახვედრა, ჩვენ ვართ ოკუპაციის წინააღმდეგი”, - განაცხადა გიორგი დუმბაძემ.
შეგახსენებთ, “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში 31 ივლისს ჩავა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ომის მომხრე არტისტები იმყოფებიან.