რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის დამცველებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა, დამცველებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის 10 რაიონს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
"რუსეთის ფედერაცია, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, დაპყრობით ომს აგრძელებს. მტერი არ წყვეტს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და შემდგომ უგულებელყოფს ომის კანონებსა და ჩვეულებებს, იყენებს ტერორის ტაქტიკას“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 33 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გაუხსნეს.
„არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს და მათი კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 4 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს. ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე ღამის განმავლობაში, საცეცხლე პოზიციაზე განთავსებულ საარტილერიო იარაღს, საბრძოლო მასალის საცავსა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის რაიონს დაარტყეს.