როდესაც ჩვენ ფაქტები გადმოვალაგეთ და ვუთხარით საზოგადოებას ფაქტები, ზუსტად ერთ თვეში ისე გადატყდა ვითარება, რომ ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ჩავდიოდით, გვხვდებოდა მოსახლეობა, გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნათქვამს ჩვენვე გვეუბნებოდნენ", - ასე შეაფასა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მოძრაობის ერთი წლის საქმიანობა. სუბარის თქმით, „ხალხის ძალამ" შეძლო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო და პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სრულიად შეცვალა.