თბილისის საქალაქო სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 8 პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომა იმ 2 ბრალდებულის წინააღმდეგაც გამოიყენა, რომელთა მიმართაც ძებნაა გამოცხადებული. ადვოკატების განცხადებით, მოსამართლე პროკურატურის გავლენის ქვეშ მოექცა, რადგან მათი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. შედეგით კმაყოფილი დარჩა ბრალდების მხარე. პროკურატურამ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 10 პირს ბრალი 28 ივლისს წაუყენა. შოთაძის უწყების მტკიცებით, 15 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „კუდის“ სამსახურის თანამშრომლებმა სერჟანტი, როინ შავაძე ჯერ სასტიკად სცემეს, ამის შემდეგ კი მრავალჯერადი გასროლით მოკლეს. საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს გაიმართება.