უეფა-მ ტურინის „იუვენტუსი“ ევროთასებიდან ერთი წლით მოკვეთა
უეფა-მ ტურინის „იუვენტუსი“ კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან მოხსნა და 20 მილიონი ევროს ოდენობის ფულადი ჯარიმაც დააკისრა.
საქმე ეხება კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური „ფეარ პლეის“ წესების დარღვევებს. „იუვეს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბი უეფა-ს ვერდიქტს არ გაასაჩივრებს.
20 მილიონი ევროდან 10 მილიონი ევრო პირობითი სასჯელია და ამ თანხას ტურინული კლუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ მიმდინარე და მომდევნო ორი საფინანსო წელი უეფა-ს მოთხოვნების შესაბამისი არ იქნება.
კონფერენს ლიგის გათამაშებაში „იუვენტუსს“ „ფიორენტინა“ შეცვლის.