დონალდ ტრამპი დაპატიმრების შემთხვევაშიც პრეზიდენტის პოზიციისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ამის შესახებ მან ჯონ ფრედერიქსთან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ მოპყრობის საქმე, მის წინასაარჩევნო კამპანიას, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუციაში არაფერი წერია იმის შესახებ რომ, დაპატიმრებულ პირს არჩევნებში მონაწილოება არ შეუძლია.საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.