საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სი ძინპინს უკვე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ჩინეთში ვიზიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე მივიდა. პრემიერის ჩინეთში ვიზიტს გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც.