უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.ის დაღუპული მებრძოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. ის რუსეთ - უკრაინის ომში დაღუპული რიგით 49-ე ქართველია.