აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში, რომელსაც ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა - ამის ნაცვლად მივიღეთ სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს და Royal Caribbean-ის ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, Royal Caribbean-ის მიერ საქართველოში შემოყვანილი ტურისტები დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს.
„აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში. Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა.
ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს.
ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში შემოვიდა, რასთან დაკავშირებითაც პორტში აქცია გაიმართა.ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე დატოვა.