საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია რვა პირი, ხოლო ორი პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. თემის დეტალებს უფრო ვრცლად ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა გაგვაცნობს.