ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუწოდებს, აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტის მიერ, სოხუმის “ბაბუშერას” აეროპორტის, რუსეთის ფედერაციისათვის 49-ა წლიან მართვაში გადაცემაზე დროული რეაგირება მოახდინოს. “ქართული ოცნება” კი ოპონენტებს ხელოვნური პანიკის შექმნაში ადანაშაულებს და საკითხის კონსტრუქციულ განხილვას სთავაზობს.