რუსულ საკრუიზო ლაინერს, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ. გემის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტით მიმართა, რასაც ადგილზე ხმაურიც მოჰყვა. კრუიზზე მყოფი მგზავრები აცხადებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანა არ არის. აღნიშნულ საპროტესტო აქციას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და მომიტინგეთა ქმედებებს ქაჯობა უწოდა. პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით კი - ის ამაყობს იმ ადამიანებით, რომელთაც რუსეთის ახალი პროვოკაცია მშვიდობიანად გააპროტესტეს. როგორ გამოეხმაურნენ ბათუმში რუსული გემის შემოსვლას.