9 აგვისტოდან იაპონია ზოგიერთი ტიპის ავტომობილის რუსეთში ექსპორტს კრძალავს. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 2 აგვისტოდან შევა. გადაწყვეტილების თანახმად, იაპონიიდან რუსეთში 1900 მილილიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ჰიბრიდული ავტომობილების, მსხვილგაბარიტიანი ავტომობილების საბურავების ექსპორტი აიკრძალება. იაპონიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიღებული ზომები უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდება.