მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გუშინ რუსმა სამხედროებმა დედაქალაქზე დრონით თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, ღამით უკრაინული დრონით თავდასხმის მცდელობა იყო, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ის ჩამოაგდეს. სობიანინის განმარტებით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.