პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სი ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.