ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლისსამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულებმა 226 ათას ლარზე მეტი დღგ-ს ყალბი აქტივი შექმნეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.