გერმანიაში აქციას ტრაილერის ქართველი მძღოლები მართავენ - Palitra News

გერმანიაში აქციას ტრაილერის ქართველი მძღოლები მართავენ

2023-07-28 09:57:33+04:00

მე-10 დღეა გერმანიაში ტრაილერის ქართველი მძღოლები გაფიცულები არიან. ისინი პროტესტის ნიშნად გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაჩერდნენ და მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. მძღოლები პოლონური სატრანსპორტო კომპანია „აგმაზისგან" სახელფასო დავალიანებას სრულად ანაზღაურებას მოითხოვენ.