„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები კვლავ განხივის მთავარი საკითხია. ოპოზიციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - დარჩება პარტიაში და მასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას თუ თავის მომხრეებთან ერთად დატოვებს პარტიას. მათივე შეფასებით, სჯობს პარტია ჯერ შიგნიდან გაერთიანდეს და შემდეგ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან გამონახოს საერთო ენა და სტრატეგია.