ამერიკელი მაღალჩინოსნის, ჯიმ ო’ბრაიანის განცხადებას ოპოზიციაში შემაშფოთებელს უწოდევენ. ხელისუფლების ოპონენტთა თქმით, მმართველი პარტია პარტნიორებთან ურთიერთობაში ბევრ შეცდომას უშვებს. მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ეჭვებს. აღნიშნულ მოსაზრებას ექსპერტი გიორგი რუხაძეც ეთანხმება. მისი შეფასებით, მთავარ ეჭვს სწორედ რუსეთ-საქართველო შორის ბოლო პერიოდში დამთბარი ურთიერთობები იწვევს.