რუსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის შემოსვლას ექსპერტებიც კრიტიკულად აფასებენ. გიორგი რუხაძე პირდაპირი ფრენების აღდგენისა და საკრუიზო მიმოსვლის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან ახლო მომავალში სარკინიგზო კავშირიც გვქონდეს. მისი შეფასებით, რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადი და აღდგენილი პირდაპირი ფრენები საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდ რისკს შეიცავს. ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის კანონის აღსასრულებლად არაფერს აკეთებს.