რუსეთის ქალაქ სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერს ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტითაც მიმართა, რასაც ადგილზე ხმაურიც მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინაც გაიმართა. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა რუსეთის დროშები დაწვეს. დღის ბოლოს საკრუიზო ლაინერმა ბათუმი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.