MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, კიკბოქსინგის მსფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ხავიერ მენდესმა საკუთარ პოდკასტში კომენტარი UFC-ში მოსალოდნელ სხვადასხვა ბრძოლაზე გააკეთა. ამჟამად ისლამ მახაჩევის მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც UFC-ის ისტორიაში 10 ჩემპიონი აღზარდა კომენტარი ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზეც გააკეთა: „ყველას აინტერესებს მახაჩევისა და ვოლკანოვსკის რემატჩი, თუმცა იქამდე ავსტრალიელმა ილია თოფურია უნდა დაამარცხოს. ეს მატჩი მისთვის ჰარმონიული ცეკვასავით არ იქნება... ბოდიში, მაგრამ იაირ როდრიგესის სცენარი არ განმეორდება. ვოლკანოვსკის ილიას დასამარცხებლად ყველა იარაღის გამოყენება დასჭირდება, რადგან ქართველს ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს, კარგად ჭიდაობს და მისი ჯიუ ჯიცუ მოწოდების სიმაღლეზეა. მათი ბრძოლა ძალიან მრავალმხრივი ჩხუბი იქნება, იმის მიუხედავად, რომ თოფურია ქიქებს თითქმის არ იყენებს.
შესაძლოა, ვოლკანოვსკიმ თოფურიას მდიდარი გამოცდილებით აჯობოს და ტალანტით, რომელიც მას უხვად აქვს. ალექსის ნიჭიერებას ვერავინ უარყოფს - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ის, რომ ქვემსუბუქ წონაში მისი დარი არავინ ყოფილა, სადავოც არ არის, თუმცა ვოლკანოვსკი დონით ისეთი მებრძოლების გვერდით დგას, როგორებიც: ჯორ სენ პიერი, ჯონ ჯონსი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ისრაელ ადესანია არიან," - განაცხადა 52 წლის მწვრთნელმა.
სავარაუდოდ, ალექს ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას ჩხუბი მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება. თუ ილია "ვოლკს" დაამარცხებს, UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდება. ისლამ მახაჩევი და ჩარლზ ოლივეირა, კი ერთამანეთს 21 ოქტომბერს, აბუ დაბიში შეხვდებიან.