სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“.
აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პარალელურად აქცია თბილისში, პარლამენტის წინაც გაიმართა.
წყარო: ინტერპრესნიუსი