სინგაპურში ბოლო ოც წელიწადში პირველად, ქალს სიკვდილით დასჯიან. სინგაპურის მოქალაქეს სარიდევი ჯამანს 2018 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მას ბრალად 30 გრამი ჰეროინის შენახვა ედება. მანამდე, 2004 წელს, სინგაპურში, 36 წლის ქალი იენ მეი ვუნი ნარკო-ტრეფიკინგის ბრალდებით ჩამოახრჩვეს. სინგაპურს მსოფლიოში ნარკოდანაშაულისთვის ყველაზე უკომპრომისო კანონები აქვს, რის გამოც საერთაშორისო უფლედამცველი ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ.