"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია არმაშენებლის" ლიდერები დმანისში, "გამარჯვების პლათფორმის" ფარგლებში სტუდენტებს შეხვდნენ. ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის, რათა 20 ათასი სტუდენტისთვის საუნივერსიტეტო ქალაქებში საცხოვრებლები აშენდეს, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტატუს შეჩერებულმა სტუდენტებმა შეძლონ სწავლის აღდგენა და ნიჭიერ სტუდენტებს საჯარო სამსახურებში მიეცეთ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, 1000-ი 1500 ლარიანი მინიმალური ანაზღაურებით. ამავე შეხვედრაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მთავარ მტრად ახალგაზრდები გამოაცხადა.