პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ბაბუშერას აეროპორტის ხელში ჩაგდება საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა, რასაც რუსეთი საერთაშორისო სანქციებისგან თავის დასაღწევად გამოიყენებს. მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ.ი პარლამენტის მიერ მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება, მკაფიოდ გამოხატავს, როგორ ახორცილებს და აგრძელებს რუსეთი საოკუპაციო მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს იმ აეროპორტის მითვისებით, რომელიც საჰაერო ნავიგაციის ნაწილია. დავითაიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, წლებია ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია.