ბათუმის პარალელურად, აქცია დაანონსდა თბილისში. დღეს, საღამოს 7 საათზე პარლამენტის შენობასთან რუსი ოკუპანტების შემოსვლას გააპროტესტებენ. საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი! - წერენ აქციის ორგანიზატორები. აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლის გამო გაიმართება. გემით 800-ზე მეტი რუსი ტურისტი ჩამოვიდა.