სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო და კატეგორიული პროტესტი გამოუცხადა, ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ პროტესტს და მტკიცე რეაქციას ითხოვს.
"კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!" - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.