საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოაწყო. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. ტერიტორია სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა. ასევე 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე და რულონური ბალახი დაირგო, გარდა ამისა, საპარკო ინვენტარი დამონტაჟდა და გარე განათების ქსელი მოეწყო. ადგილზე ასევე ველობილიკები და ველოპარკინგი გაკეთდა. აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 400 000-მდე ლარი დაიხარჯა.