ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ მორიგი განცხადება გაავრცელა. როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ ფულის შოვნა სურთ. მელიას განცხადებით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებზე არანაკლებად მდიდრდებიან. აღნიშნულ განცხადებებს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას ოპოზიცია და სახელისუფლებო გუნდი აფასებს.