საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ კონპანიებთან საელჩოს თანამშრომლების კავშირს უარყოფს. „ქართული ოცნების“ განმარტებით, საელჩოს ეს პოზიცია არის გაუგებარი, რადგან აღნიშნული ინფორმაცია თავად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კი თვლიან, რომ ამერიკულმა მხარემ ბინძურ პროპაგანდას პასუხი გასცა და მომავალშიც ამას გააკეთებს.