იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ხელფასის სახით ყოველთვიურად 9 600 ლარს ან მეტს იღებს, ორ წელიწადში 70%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს ორგანიზაცია pmcg თავის კვლევაში აქვეყნებს. კვლევაში ასევე ვკითხულობთ რომ 2023 წლის ივნისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ ყოველთვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2021 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. დაახლოებით 5%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვინც ხელფასის სახით 0-დან 600 ლარამდე ყოველთვიურ ხელფასს იღებს, თუმცა 2021 წელთან შედარებით მცირე ხელფასის მიმღებთა რიცხვი 10.5%-ით არის შემცირებული. მეორე კატეგორიაში კვლევის მიხედვით შედიან ის ადამიანები, ვინც ხელფასის სახით ყოველთვიურად იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, და მათი რიცხვი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილია 5.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტით. ყველაზე დიდი ზრდაა იმ დასაქმებულთა რაოდენობაში, ვინც ყოველთვიურად 9 600 ლარს ან მეტ ყოველთვიურ ხელფასს იღებს. ერთი წლის განმავლობაში ამ ადამიანების რაოდენობა 35.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.3%-ი პროცენტით მეტია. თუმცა, მთლიან დასაქმებულებში მათი რაოდენობა მხოლოდ 2%-ს შეადგენს.