გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია ჯარის ბანაკის მეხუთე ნაკადს მასპინძლობს. მოსწავლეებს თეორიული მეცადინეობები უტარდებათ, შემდეგ კი ერთმანეთს პრაქტიკულ ნაწილში ეჯიბრებიან. ბანაკის მონაწილეები, პირველად სამედიცინო დახმარებას, სახმელეთო ნავიგაციას და თვითგადარჩენას სწავლობენ.